logo
ENG



პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ხელისუფლებაზე "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებას სჯის

26 მარ 202200:56
3 წუთის საკითხავი
 
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ხელისუფლებაზე "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებას სჯის

დღეს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მოქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციის" საზღვარგარეთ გავრცელებას სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს.

სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი შესწორება ამ კვირაში დაჩქარებული პროცედურით შევიდა და დაემატა რამდენიმე კვირის წინ მიღებულ კანონს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე.

კანონპროექტის ინიციატივა რუსეთის დუმას საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ხინშტეინმა დააყენა.

ახალი კანონი ვრცელდება როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებზე. ხინშტეინის შეთავაზებული კანონპროექტი რუსეთის არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე კანონის ანალოგიურია. 

რუსეთის ხელისუფლების შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან 5 მილიონ რუბლამდე თანხის გადახდას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს რუსეთის დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის არმიაზე "ფეიკნიუსის გავრცელება" სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.  

ამ კანონის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებაზე პასუხისმგებელ პირებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თუ "ყალბი ინფორმაცია" გავრცელდა ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში ან თან ახლდა მტკიცებულებების გაყალბება, მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე იზრდება. თუ "არასანდო ინფორმაციის" გავრცელებამ "მძიმე შედეგები გამოიწვია", დამნაშავეებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამ კანონის მირების შემდეგ რუსეთში მაუწყებლობა არაერთმა ადგილობრივმა და საერთაშორისო მედიამ შეწყვიტა, მათ შორის Dozhd-მა, Ekho Moskvy-მ, BBC-მ, CBC-მ და Bloomberg-მა.


close დახურვა